მთავარისიახლეებისაზოგადოებააფეთქებები ბრიუსელის აეროპორტში

აფეთქებები ბრიუსელის აეროპორტში

Published on

 ბრიუსელის აეროპორტში ამერიკის ავიახაზების სარეგისტრაციო პუნქტთან ორი აფეთქება მოხდა. აეროპორტის შენობიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და მედიკოსები არიან მობილიზებული.სარკინიგზო მიმოსვლა აეროპორტთან შეწყვეტილია. აეროპორტის ,,თვითერზე" საუბარია ყველა რეისის გადადებაზე

Reutersis ცნობით, დაშავებულია ათამდე ადამიანი, ინფორმაცია  გარდაცვლილთა შესახებ არ ვრცელდება.   ასევე უცნობია აფეთქების მიზეზი. 

როგორც ადგილობრივი გამოცემა ,,Net Nieuwsblad''იუწყება, არიან დაღუპულებიც.  გამოცემა ბრიუსელის ტელეარხებზე დაყრდნობით წერს 11 დაღუპულზე, თუმცა ეს მონაცემები ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დაადასტურებული. სხვა მედასაშუალებები საუბრობენ მხოლოდ ერთ დაღუპულზე. 

"ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ამოქმედდა საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიუსელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრები გამოაქვეყნა. : +32 4777 000 34+32 470 2442 62", – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...