მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძარი სამების ტაძარში ლოკალიზებულია

ხანძარი სამების ტაძარში ლოკალიზებულია

Published on

სამების საკათედრო ტაძარში დაახლეობით 2 საათის წინ ხანძარი გაჩნდა –  ცეცხლი წაეკიდა სამების ტაძრის პირველ სართულზე მდებარე  სტამბის ნაწილს, ძლიერი დაკვამლიანება იყო    სამების ახალგაზრდულ ცენტრშიც, რომელიც საკათედრო ნაწილის ქვემოთ არის განთავსებული, მისი ფართობი  დაახლოებით 50 კვადრატულ მეტრია და აქ ინახება საკანცელარიო ნივთების მარაგი.  

ადგილზე უსწრაფესად იქნა მობილიზებული  ათი სახანძრო და სამაშველო ბრიგადა, რომელთაც მოახდინეს მოქალაქეების ევაკუაცია და, შესაბამისად, თითქმის არავინ დაშავებულა, მცირე დაზიანება მიიღო ერთმა მეხანძრემ, რომელსაც უმარტივესი სამედიცინო დახმარებაც კი არ დასჭირვებია.   ამ დროისათვის მეხანძრეთა  ძალისხმევით ცეცხლი ლოკალიზებულ იქნა, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო ბრიგადები კვლავ ადგილზე რჩებიან და ხანძრის კერის დაზუსტებას ცდილობენ. , 

სახანძრო-სამაშველო სამსახურის პრესსამსახური ჯერჯერობით არ საუბრობს ხანძრის  გამომწვევ მიზეზებზე, რამაც  სხვადასხვა ვარაუდის საფუძველი წარმოშვა.  სასულიერო პირები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტროკაბელებს გაუჩნდა. არის ვერსიაც, თითქოს ხანძარი სამების საკათედრო ტაძარში სტამბიდან გაჩნდა. 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...