მთავარისიახლეებისაზოგადოებაკამპანია „ეს შენ გეხება“ დღეს ზუგდიდში აქციას გამართავს

კამპანია „ეს შენ გეხება“ დღეს ზუგდიდში აქციას გამართავს

Published on

მოძრაობა „ეს შენ გეხება“ საქართველოს მასშტაბით ფარული თვალთვალის წინააღმდეგ დღეს საპროტესტო მსვლელობას გამართავს. აქცია ქვეყნის მასშტაბით 13 საათზე დაიწყება. ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ მიიღონ აქციაში მონაწილეობა.

"ვიკრიბებით, რათა გავაპროტესტოთ ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში ფარული ჩანაწერების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა. პირველი არის ეფექტური გამოძიების წარმოება და გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. მეორე არის იმ კანონმდებლობის შეცვლა, რაც დღეს ხდება და სამართალდამცველებს აქვთ უფლება კონტროლის გარეშე უთვალთვალონ მოქალაქეებს. და მესამე– დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონდარღვევებს, რათა დაუსჯელობის სინდრომი აღარ არსებობდეს", – განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. 

მსვლელობას უერთდება ზუგდიდიც. ფარული თვალთვალის წინააღმდეგ აქცია ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზეა დაგეგმილი. „დღეს, ჩვენ ისევ უნდა გავერთიანდეთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პიროვნული თავისუფლების დასაცავად“ – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...