მთავარისიახლეებისაზოგადოებათეატრის გადარჩენის მოთხოვნით მოქალაქე როსტომ ზარანდია პეტიციას აქვეყნებს

თეატრის გადარჩენის მოთხოვნით მოქალაქე როსტომ ზარანდია პეტიციას აქვეყნებს

Published on

მოქალაქე როსტომ ზარანდიამ ზუგდიდის თეატრის გადარჩენის მოთხოვნით პეტიცია გაავრცელა, რასაც odishinews უცვლელად გთავაზობთ:ზუგდიდის თეატრს სულ მალე 150 წელი უსრულდება, 1943-1946 წლებში აშენებული შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა კი დანრევის პირასაა! ავარიულ შენობაში რამდენიმე ადგილას ჩამონგრეულია ჭერი, დაზიანებულია სახურავი, ინგრევა სარეპეტიციო ოთახებიც, ყოველდღიურად ჩნდება ახალი ბზარები და მდგომარეობა დღითი-დღე სულ უფრო მეტად მძიმდება! 2016 წლის იანვრიდან თეატრის ადმინისტრაციამ მაყურებლების და მსახიობების უსაფრთხოების მიზეზით სპექტაკლების გამართვა შეწყვიტა!ვითარება იმდენად საგანგაშოა, რომ გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს! ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელისმომწერნი, მოვითხოვთ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისაგან, შენობის აღდენითი/სარემონტო სამუშაოების უახლოეს მომავალში დაწყებას, – თეატრს უნდა ჩაუტარდეს სრულყოფილი რემონტი, აღიჭურვოს თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რათა ქალაქი თეატრის 150 წლის იუბილეს განახლებულ შენობაში შეხვდეს. მოვითხოვთ, რომ ზუგდიდის თვითმმართველობამ შეუნარჩუნოს ჩვენს ქალაქს თეატრის შენობა და უახლოეს მომავალში უზრუნველყოს მისი დროული რეაბილიტაცია! შემოგვიერთდით! ერთად გადავარჩინოთ ზუგდიდის თეატრი!-

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...