მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაზრის ადმინისტრაცია შპს "ლონდასტესთან" ითანამშრომლებს

ბაზრის ადმინისტრაცია შპს “ლონდასტესთან” ითანამშრომლებს

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, შპს „ცენტრალური სუპერმარკეტის“ და შპს „ლონდასტეს“ წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შორის არსებული კონფლიქტის მოგვარება სთხოვა.როგორც შ.პ.ს. „ლონდასტეს“ წარმომადგენელმა განაცხადა, 3 თვეა უშედეგოდ ცდილობს კუთვნილ ტერიტორიაზე შეღწევას. შეგახსენებთ, რომ შ.პ.ს. „ლონდასტე“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. აზრის ხელმძღვანელობა თანახმაა, შეუშვას შ.პ.ს. „ლონდასტე“ ტერიტორიაზე, თუმცა მათ საკუთარი მოთხოვნები წამოაყენეს და მათ შესრულებას მოითხოვენ კომპანიისაგან.მერიაში არაოფიციალურ შეხვედრას მხარის გუბერნატორი, ლევან შონიაც ესწრებოდა, რომელმაც მხარეებს მოუწოდა იურისტებთან და ძალოვნებთან კონსულტაცია გაიარონ, გუბერნატორი ასევე დაინტერესდა , თუ რატომ არ მიიღო აუქციონში მონაწილეობა ბაზრის ხელმძღვანელობამ, რაზეც პასუხი ვერ მიიღო.

შპს „ცენტრალური სუპერმარკეტის“ და შპს „ლონდასტეს“ წარმომადგენლები შეხვედრაზე შეთანხმდენენ, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე მოვაჭრეებთან დროებით ხელშეკრულებას გააფორმებენ.
 

 

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...