მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში მძღოლების საპროტესტო აქციას ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა

ზუგდიდში მძღოლების საპროტესტო აქციას ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა

Published on

ზუგდიდში დღეს "მეტრო ჯორჯიას" წინააღმდეგ დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე გამოეხმაურა. ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში სტუმრობისას ირაკლი ჩიქოვანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შედგეს მოლაპარაკება.
 
"დღეს ძალიან მძიმე ვითარებაა ზუგდიდში, პირდაპირ დაუპირისპირდნენ 140 ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელთაც სერიოზული პრობლემა აქვთ და პრობლემა აქვთ იმის, რომ შესაძლოა ხვალ და ზეგ ვერ არჩინონ საკუთარი ოჯახი. არ მინდა, რომ ჩემი განცხადება განხილულ იქნას როგორც პოლიტიკური განცხადება, ან განხილულ იქნას პოლიტიკური ნიშნის მოგებით – ეს არის გულშემატკივარი ადამიანის განცხადება. 
 
მე დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში და გული მტკივა, როდესაც ვხედავ ასეთ კადრებს. ეს არის შედეგი იმისა, რომ ზოგიერთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს არა აქვს რეალური წარმოდგენა თუ რა ხდება ზუგდიდში. არის აბსოლიტურად უგულოდ განწყობილი, ერთ მხარესაა მომართული, ერთ მხარეს უცხადებს საკუთარ მხარდაჭერას და აბსოლიტურად არ ითვალისწინებს ამ ადამიანების ინტერესებს.
 
სავსებით შესაძლებელია მშვიდად შედეგის მიღწევა და ამისთვის საჭიროა მოლაპარაკება და ამ მოლაპარაკებაში მთავარი როლი უნდა იტვირთოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ და გუბერნატორმა, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი. მე მივმართავ ყველას, რომ მაქსიმუმი გააკეთონ იმისთვის, რომ ასეთი კადრები ზუგდიდიდან არ მოდიოდეს" – განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში  სტუმრობისას პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...