მთავარისიახლეებიუკრაინასააკაშვილის რეიტინგმა ყველა რეკორდი მოხსნა: ყოველი ...

სააკაშვილის რეიტინგმა ყველა რეკორდი მოხსნა: ყოველი ოთხი ოდესელიდან სამი მისი მხარდამჭერია

Published on

,,ოდესელთა  თითქმის 75 %  მიხეილ  სააკაშვილს  მისცა  ხმა'' –  წერს    უკრაინის საინფორმაციო სამსახური ( usi. online ), რომელიც  ათი დღის  მანძილზე  აწარმოებდა ოდესელთა  გამოკითხვას  გუბერნატორ  მიხეილ  სააკაშვილის მხარდაჭერის  საკითხზე.

ქალაქის  მცხოვრებლებმა   სამსახურის ფეისბუქ-გვერდზე მიმდინარე  გამოკითხვასა  და  თემის  განხილვაში მასობრივი  აქტიურობა  გამოავლინეს   –   მასში მონაწილეობა მიიღო საიტის 12 ათასმა მკითხველმა.

გამოკითხვის შედეგებით,  ოდესის  მკვიდრთა  75,42 %მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის საქმინობას გუბერნატორის  პოსტზე.

როგორც  USI.onlineიუწყება ეს არის კიდევ ერთი დადასტურება სულისკვეთებისა, რომლითაც ოდესელებმა დამოუკიდებლად აღკვეთეს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნის ავტოაგიტაციის მცდელობა.

შეგახსენებთ, ოდესაში გამ რამდენიმე დღის სწინათ გამოჩნდა ავტობუსი, რომელზედაც გამოკრულიიყო მიხეილ სააკაშვილის შარჟი, ხოლო ხმის გამაძლიერებლიდან ისმოდა მოწოდება ოდესიდან მისი გაძევების აუცილებლობის შესახებ და ბრალდებები რეკეტში, გამომძალველობასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაშიც კი.

მოსახლეობა არ დაელოდა პოლიციას და თავად გადაეღობა გზაზე მანქანას , გაუხვრიტა საბურავები, ჩამოგლიჯა პლაკატი –   ,,გააძევეს თბილისიდან, გავაძევოთ ოდესიდან!“ , ჩაკეტა ავტობუსის კარები და არ მისცა შიგ მსხდომთ მანქანიდან გადმოსვლის საშუალება მოთხოვნით დაუყოვნებლივ დაედგინა პოლიციას პროვოკატორთა  ვინაობა. მანქანამ მხოლოდ პოლიციის ჩარევით შეძლო გაცლოდა იქაურობას. 

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...