მთავარისიახლეებისაზოგადოება"მეტრო ჯორჯიამ" მძღოლების პროტესტის მიუხედავად რეისი მაინც შეასრულა

“მეტრო ჯორჯიამ” მძღოლების პროტესტის მიუხედავად რეისი მაინც შეასრულა

Published on

მძღოლების საპროეტესტო აქცია დღეს დილით განახლდა. აქციის მონაწილეეები კომპანია „მეტრო+“-ის წინააღმდეგ გამოდიან. მძღოლებმა საპროტესტო აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა რომ ახალი სატრანსპორტო კომპანია პირველ რეისს 17 მარტს შეასრულებდა.ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.მძღოლები შიშობენ, რომ ახალ კომპანიას კონკურენციას ვერ გაუწევენ და  სამუშაო ადგილების გარეშე დარჩებიან. აქციაზე, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობდა, ერთ-ერთი მძღოლი ბესიკ თაქთაქიშვილი პოლიციამ დააკავა, თაქთაქიშვილი გზაზე დაწვა და თავის მოკვლით იმუქრებოდა.კომპანია „მეტრო ჯორჯიას“  პირველი რეისი დღეს დილით 8 საათზე უნდა განეხორციელებინა, რომელიც მძღოლების პროტესტის გამო არ შესრულდა, თუმცა საპროტესტო აქციის მიუხედავად კომპანიამ პირველი რეისი 12 საათზე განახორციელა. ავტობუსის უსაფრთხოდ გაყვანა პოლიციის კორიდორის გაკეთების შემდეგ გახდა შესაძლებელი.მძღოლებმა გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას 4 მათგანი დააკავეს.ადგილზე იმყოფებოდა კომპანია „მეტრო +“-ის დამფუძნებელი ვახტანგ კაკულია, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას კერძო სადგომთან კანონის სრული დაცვით გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და კანონიერად ასრულებს რეისს კომპანია, ხოლო რაც შეეხება მის პრივილეგიებით სარგებლობას, გამომდინარე იქედან, რომ ის ფოთის მერის ძმაა, ამბობს, რომ დამოუკიდებველი ადამიანია და აქვს თავისი ბიზნესი.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...