მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძარი ჰიპერმარკეტ ,,გუდვილში" . დაშავებულია ორი ადამიანი

ხანძარი ჰიპერმარკეტ ,,გუდვილში” . დაშავებულია ორი ადამიანი

Published on

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ჰიპერმარკეტ "გუდვილში"  ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ჯერ ისევ რჩება ძლიერი დაკვამლიანება და  მუშაობას განაგრძობენ  სახანძრო ბრიგადები და პოლიცია. 

ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის შვიდი ბრიგადა მუშაობდა. მათ სახურავიდან მოახდინეს  ხანძრის კერასთან მისვლა და ცეცხლის ლოკალიზება.  შენობიდან განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძრის ედეგად დაშავებულია გუდვილის ორი თანამშრომელი, თუმცა მათი მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ერთს  აღენიშნება ინტოქსიკაცია, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დამდგარა, ხოლო მეორეს,, რომელსაც სხეუზე დაზიანებები აღენიშნება,  ქირურგიის ინსტიტუტშია გადაყვანილი.

ხანძარი ჰიპერმარკეტში  დაახლოებით 12.00 საათზე გაჩნდა  – ამ დროისათვის  შენობაში სინათლე ჩაქრა, რის შემდეგაც თანამშროლებმა მზარდი დაკვამლიანება შენიშნეს. 
ხანძრის გამოწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი საპირფარეშოსი დენის გადამყვან კოლოფს გაუჩნდა. 

სიახლეები

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...