მთავარისიახლეებისაზოგადოებაკახა ფარცვანია რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

კახა ფარცვანია რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგა [Video]

Published on

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დღეიდან ოფიციალურად ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში კახა ფარცვანიამ გაიმარჯვა. მისი დანიშვნის შესახებ ოფიციალური ბრძანება განათლების სამინისტროს მხრიდან გუშინ გაიგზავნა.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობამდე კახა ფარცვანია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა. დღეს დაკავებული ახალი თანამდებობის შემდეგ მას აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოუწევს, თუმცა კანონმდებლობით ქალაქის საკრებულოში, წევრის სტატუსით საქმიანობის საშუალება მიეცემა. კახა ფარცვანიას განცხადებით, ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელობა მისთვის არის საშუალება დაუბრუნდეს იმ გუნდს, სადაც 30 წელი იმუშავა. მისი სიტყვებით, განათლების სისტემაში მას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე საკრებულოში.

კახა ფარცვანიას განცხადებით ზუგდიდის რესურსცენტრში არ გეგმავს არანაირ საკადრო ცვლილებებს. მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წელს ჩაატარა კონკურსი, ყველა თანამშრომელი კონკურსგავლილია და ამიტომ საკადრო ცვლილებები არ იქნება.

რაც შეეხება კახა ფარცვანიას ადგილმონაცვლეს – როგორც საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარია განმარტავს, „კახა ფარცვანიას განცხადების საფუძველზე საკრებულოს სხდომაზე მოხდება ამ საკითხის განხილვა და საკრებულო იმსჯელებს კომისიის თავმჯდომარის განცხადების შესახებ.საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იქნება წარმოდგენილი ახალი კანდიდატურები და საკრებულო იმსჯელებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ. – განაცხადა საკრებულოს იურიდიული კომისიის ხელმძღვანელმა ნუგზარ სარიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა გასული წლის 15 ოქტომბრიდან არის ვაკანტური. ყოფილი ხელმძღვანელი გონერი პაპავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის უშუალო ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც მაშინ უწყებაში განმარტავდნენ, ამის მიზეზი რესურსცენტრში აღმოჩენილი სხვადასხვა სახის დარღვევები იყო.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...