მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან...

ზუგდიდი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასპინძლობს

Published on

ზუგდიდში  ოფიციალური ვიზიტით იმყოფება  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლი . ელჩს ზუგდიდის მერიაში  უმასპინძლეს. შეხვედრაში ზუგდიდის მერთან ერთად ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა მონაწილეობდნენ. 

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერი ჰოლს   ზუგდიდში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობები გააცნეს, შეხვედრაზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტები და თანამშრომლობის გზები.

მერი ჰოლ ჰოლი დაესწრება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საანგარიშო სხდომას, რომელზედაც    საკრებულოს წინაშე ერთწლიანი მუშაობის ანგარიშით წარსდგებიან საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციებისა და კომისიების წარმომადგენლები. სხდომას მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებცი დაესწრებიან.

13:30 საათზე უცხოელი დიპლომატი ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მიის თანამშრომლებთან ერთად ენგურჰესი და ადმინისტრაციული საზღვარი დაათვალიერა, იგი ეწვია აგრეთვე ფერმერებს  და  დაათვალიერა ევროკავშირის მხარდაჭერით გამართული სასათბურე მეურნეობები.  

 



 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...