მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

Published on

დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ხელჩართული  ,,ომი"' პარლამენტარებს შორის მოყვა  ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის გია ბარამიძის ლიდერის განცხადება იმის შესახებ, რომ ხელისულფლებამ უნდა დასაჯოს  კონკრეტული პირები ვისი დაკვეთითაც ხდება მსგავსი ფირევის გადაღება და გავრცელება. ეს რომ ადრე მომხდარიყო, ვერავინ გაბედავდა  ნიკა გვარამიას, ეკა მიშველაძისა და ინგა გრიგოლიას იგივე მეთოდებით დაშანტაჟებას. 

"როგორც კი ნახავთ ადამიანს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, თავზე ხელი კი არ უნდა გადაუსვათ და სამსახურიდან კი არ უნდა გაუშვათ, როგორც ეს გააკეთეთ გელა ხვედელიძის შემთხვევაში, ამ პირმა ჩაიდინა თვითმკვლელობამდე მიყვანის დანაშაული და უნდა ყოფილიყო დასჯილი", განაცხადა ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძის ამ გამოსვლის შემდეგ დარბაზში სიტყვა დეპუტატ ლუკა კურტანიძეს მისცეს, რა დროსაც ჩხუბი დაიწყო. ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს მიხეილ მაჭავარიანს დაუპირისპირდა. დეპუტატმა კარლო კომპალიანმა კი მაჭავარიანს მიკროფონი ესროლა.

ვითარების განმუხტვა მანდატურების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...