მთავარისიახლეებისაზოგადოებასახალხო დამცველის აპარატმა მოვაჭრეების აქციის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის აპარატმა მოვაჭრეების აქციის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

Published on

სახალხო დამცველის აპარატი საკუთარ ვებ-გვერდზე 14 მარტს ზუგდიდის ბაზრის შესასვლელთან გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, სადაც ადგილზე მისული იყო სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის სამეგრელო ზემო–სვანეთის სამმართველოს უფროსი ლევან პაპავა. როგორც მონიტორინგის შედეგებიდან ირკვევა, „სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაკვირვებისას, პოლიციელთა მხრიდან მოსახლეობაზე ძალადობა, არასათანადო მოპყრობა და უფლებამოსილების გადამეტება არ დაფიქსირებულა.“

„2016 წლის 14 მარტს, ღამის 10 საათზე სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო ინფორმაცია, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებზე ხორციელდებოდა ძალადობა. ვითარების შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის სამეგრელო ზემო–სვანეთის სამმართველოს უფროსი გავიდა შემთხვევის ადგილზე და მოისმინა ზუგდიდის ბაზარში მომუშავე პირთა განმარტებები.

შპს „ზუგდიდის სუპერმატკეტის“ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია მსუბუქი კონსტრუქციები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით სარგებლობაში გადაეცა შპს „ლონდასტეს“.

შპს „ზუგდიდის სუპერმარკეტს“ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ასრებული მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განუსაზღვრა სამდღიანი ვადა. რამაც გამოიწვია ბაზრის მოვაჭრეებს პროტესტი.  

სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაკვირვებისას, პოლიციელთა მხრიდან მოსახლეობაზე ძალადობა, არასათანადო მოპყრობა და უფლებამოსილების გადამეტება არ დაფიქსირებულა.

ზუგდიდის მერიის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის ბაზრის შიდა ტერიტორიაზე არსებული მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი გადაიდო, რათა პროცესის მონაწილე ყველა მხარემ შეძლოს შეთანხმების მიღწევა.“ – მათქვამია  სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...