ფრაქცია “ზუგდიდის მომავლისთვის” თავმჯდომარემ 2015 წლის მუშაობა შეაჯამა

0
398

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია "ზუგდიდის მომავლისთვის" თავმჯდომარემ 2015 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. ლაშა ფარცვანიამ გასული წლის ფრაქციის მუშაობა წარმატებულად და ნაყოფიერად შეაფასა. ფრაქციის მიერ მომზადებულ ანგარიშში მთავარ მიღწევად საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსზე მუშაობა დასახელდა.

"გასულმა წელმაფრაქციისთვის ნაყოფიერად ჩაიარა.ფრაქციის წევრები  აქტიურად იყვნენ  ჩართულნი საკრებულოს მუშაობაში,  საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში, განსახილველი საკითხების ინიცირებაში, მომზადებასა და  განხილვებში.  2015 წლის განმავლობაში ჩატარდა ფრაქციის 11 სხდომა. მოსახლეობასთან ჩატარდა 32 შეხვედრა,   სადაც ხდებოდა  იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რაც ჩვენი ქალაქისა  და კონკრეტული უბნის მოსახლეობას აწუხებდა. ფრაქციის წევრები აქტიურად მუშაობდნენ იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის გზებზე. ამ მხრივ ნაყოფიერი იყო ჩვენი თანამშრომლობა როგორც მერიის სამსახურებთან  ასევე სხვადასხვა უწყებებთან. ბუნებრივია ყველა პრობლემის მოგვარება გასული წლის განმავლობაში  მთელი რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა, მაგრამ გპირდებით ფრაქციის წევრები ცდას და მონდომებას არ დაიშურებენ პრობლემების მაქსიმალურად მოსაგვარებლად.

 2015 წლის დასაწყისში ფრაქციამ დაიწყო მუშაობა საკრებულოსთვის მნიშვნელოვან დოკუმენტზე, საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსზე. აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას ფრაქცია ატიურად თანამშრომლობდა NDI საქართველოს წარმომადგენლობასთან, რომელთა უშუალო მონაწილეობითა და ორგანიზებით მოეწყო ეთიკის კოდექსის პროექტის განხილვა, რომლებშიც მონაწილეობდნენ საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ვმუშაობდით რა ეთიკის კოდექსზე, ვფიქრობდით,რომ  მოქალაქეებისმიერ  არჩეული  წარმომადგენლების  მაღალი  პროფესიული  და  ეთიკურისტანდარტები  ადგილობრივი თვითმმართველობისა  და  საკრებულოს  წევრებისადმი  საზოგადოებისნდობისმოპოვებისმნიშვნელოვანი  წინაპირობაიყო, ვფიქრობდით რომ ეთიკის კოდექსი  ხელს  შეუწყობდა საკრებულოს წევრებში ერთობის ჩამოყალიბებას, რაც საშუალებას მისცემდა  მათ გადაელახათ აშკარა პოლიტიკური წინააღმდეგობები და დაემკვიდრებინათ კოლეგიურობის შეგრძნება. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა პროექტი საკრებულოს წევრთა ეთიკის შესახებ. მასში გათვალისწინებულია საკრებულოს წევრთა საქმიანობის  პრინციპები, მოვალეობები, ქცევის ზოგადი წესები, პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის. ეთიკასთან  დაკავშირებული    რეგულირება  არანაირად  არ   ზღუდავსსაკრებულოს წევრის   უფლებას  პირად  ცხოვრებაზე,მხოლოდ  მათი  პროფესიული  დასაჯარო  ცხოვრება    ექვემდებარება  რეგულირებას.პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. აღნიშნული დოკუმენტი იმითაც არის გამორჩეული, რომ  ქვეყნის მასშტაბით  შეიქმნა პირველად და ეს იყო პრეცედენტი ეთიკის ზოგადი ნორმების რეგულირებისა. ფრაქციის წევრები ამაყები ვართ რომ აღნიშნული დოკუმენტი სწორედ ჩვენი ინიცირებით იქნა დამტკიცებული საკრებულოს მიერ.

როდესაც შეუსრულებელ საკითხებზე ვსაუბრობ, მახსენდება ჩვენი ფრაქციის მიერ ინიცირებული,  სპორტის მუზეუმისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფა. მე საკრებულოს წევრებს კვლავ შეგახსენებთ აღნიშნულ საკითხს, რადგან ვთვლი რომ სპორტის მუზეუმის არსებობა მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის და აგრეთვე ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის მაგალითის მიცემისთვის, თუ როგორ დავუფასოთ ამაგი ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის რჩეულთ. მუზეუმში განთავსებულია ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების მონაგარი-მსოფლიოს, ევროპის, სსრკ-სათუ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონების მედლები, დიპლომები, თასები და სურათები.სამწუხაროდ მუზეუმი განთავსებულია მცირე ზომის ფართში, მესამე სართულზე. ჩვენ კვლავ ვთხოვთ მერიას რომ მოძიებულ იქნას შესაბამისი ფართი მუზეუმისთვის.

ფრაქცია „ ზუგდიდის მომავლისთვის“ ასევე აქტიურად იყო ჩართული 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის  განხილვაში , როგორც კომისიებში , ასევე ფრაქციის სხდომებზეც.   ფრაქციის პრიორიტეტი კვლავ იყო  სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსების გაზრდა, კერძოდ პედაგოგების შრომის ანაზღაურების გაზრდა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება,  ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსების გაზრდა და არც თუ უსაფუძვლოდ, ამაში  NDI-ის უკანასკნელ გამოკითხვასაც დავიმოწმებ, კითხვაზე თუ რაარისთქვენი ქალაქის განვითარების შესაძლებლობა, ზუგდიდელების უმრავლესობამ უპასუხა , რომ ეს არის ტურიზმი. ასევე პრიორიტეტებს შორის მნიშვნელოვანი იყო სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების სოლიდური დაფინანსება, რათა მცირედით მაინც დავეხმაროთ ჩვენს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.

ბოლოს არ შემიძლია გვერდი ავუარო ჩვენი ქალაქის აქილევსის ქუსლს, ქალაქის სივრცით ტერიტორიულ მოწყობას. ჩვენი ფრაქციის მიერ 2014 წელს ინიცირებულ იქნა საპროექტო წინადადება და საკრებულოს მიერ მოწონებული, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა სამწუხაროდ დღემდე არ დაწყებულა. ქალაქის სტრატეგიული და ურბანული განვითარების გეგმის არსებობის აუცილებლობას ალბათ ყოველი ჩვენგანი გრძნობს. ჩვენ ამ საკრებულოს არსებობის მანძილზე არაერთხელ მოგვიწია პრობლემასთან შეჯახებამ, რასაც ქალაქის გენ. გეგმის არარსებობა ქვია. მე კვლავ მოვუწოდებ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, ქალაქის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, დავიწყოთ ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობა, რადგან ამის გარეშე ჩვენს ქალაქს განვითარება არ უწერია.

ფრაქცია განაგრძობს აქტიურ  მუშაობას სხვადასხვა თემებზე, რაც აუცილებლად იქნება ინიცირებული ჩვენს მიერ და საკრებულოში  განსახილველად წარდგენილი. ფრაქციის წევრები უფრო მეტი მონდომებით და ენთუზიაზმით გააგრძელებენ მუშაობას ჩვენი ქალაქისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ" – აღნიშნულია საკრებულოს ფრაქცია "ზუგდიდის მომავლისთვის" 2015 წლის ანგარიშში.

წინა სტატია„ჩერქეზულ-ქართველური ენობრივი შეხვედრები“ – მანანა ბუკიას ახალი წიგნის პრეზენტაცია თბილისში
შემდეგი სტატიაფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 2015 წლის მუშაობა შეაჯამა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური