ფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 2015 წლის მუშაობა შეაჯამა

0
427

ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ დღეს გასული წლის მუშაობა შეაჯამა. სხდომაზე ფრაქციების წარმომადგენლები გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშით წარდგნენ. საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათ 2015 წლის განმავლობაში რამდენიმე საკითხის ინიცირება მოახდინეს, მათ შორის: ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიის გაფართოვების საკითხი;  შ. დადიანის სახელობის თეატრის ბიუჯეტის ზრდა და რეაბილიტაცია;  ბაღების რეაბილიტაცია, ხელფასების ზრდა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება;  ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნა და შეღავათიანი მგზავრობა მასწავლებლების, ექიმების, სოციალურად დაუცველების, დევნილების, პენსიონერებისა და სტუდენტებისათვის;  ძიუდოს დარბაზის რეაბილიტაცია;  დაავადება ფენილკეტონურიის სოციალურ პროგრამაში ჩასმა და დაფინანსება;  საცხენოსნო კლუბის დაფინანსება;  მერიის სტრუქტურული რეორგანიზაცია და 4 000 000 (ოთხი მილიონი)ლარის დაზოგვა,რომელიც მიმართული იქნებოდა  ფრაქციის მიერ დაყენებული ინიციატივების თუნდაც ნაწილობრივ მოგვარებისაკენ;  ფრაქციის ინიციატივით სოციალური სტატუსის მასიურ შეჩერებასა და მოხსნასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე დაბარებული იქნა სოციალური სააგენტოს ზუგდიდის წარმომადგენელი.  ფრაქციის ინიციატივით, დევნილთა პრობლემებთან დაკავშირებით დაბარებული იქნა დევნილთა სამმართველოს ზუგდიდის წარმომადგენელი.  ფრაქციის ინიციატივით, ქალაქში არსებული ავარიული ელექტრო ბოძების თემაზე, დაბარებული იქნა ენერგო-პროს ზუგდიდის წარმომადგენელი.  ფრაქციის მიერ საკრებულოს სხდომაზე დაყენებული იქნა საკითხი არიტექტურის სამსახურის პასუხისმგებლობის შესახებ. ასევე, შესყიდვების სამსახურის პასუხისმგებლობის შესახებ, რომლის საფუძველი ამ გამარტივებული შესყიდვების რაოდენობა გახდა.  ფრაქციამ ასევე, მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე, მიმართა დასუფთავების სამსახურს ქალაქში არასაკმარისი ნაგვის ბუნკერების შესახებ და სთხოვა მოეხდინათ მისი დროული შესყიდვა.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ განახორციელა ორი ა.ა.ი.პ. „სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამა“ და „სასაფალაოების მართვის ცენტრის“ მონიტორინგი. რეკომენდაციები და შენიშვნები რეაგირებისათვის გადაეგზავნა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

ფრაქციის შენიშვნები ეხებოდა ასევე ისეთ საკითხებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისათვის. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს რომ ქალაქის იერსახესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმას, რომელიც 2010 წელს იქნა დამტკიცებული. აქედან გამომდინარე გაუმართლებელია:გარე-რეკლამების განთავსება ქალაქის ყველაზე ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში – სადაც იკვეთებოდა კონკრეტული პირების სავარაუდო დაინტერესება და მიუხედავად ფრაქციის არგუმენტირებული წინააღმდეგობისა, ცენტრალურ ბულვარში გაუგებარი, ქალაქის იერსახისთვის შეუფერებელი კონსტრუქციების დადგმაზე გადაწყვეტილება უმრავლესობამ მაინც მიიღო;და ასევე ფრაქცის ენმ წინააღმდეგი იყო ე.წ. „გულუას პარკის“ ტერიტორიის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა, რადგან დიდი ალბათობით იგეგმება აღნიშნული ტერიტორიის ისევ იმ ინვესტორისათვის გადაცემა, რომელმაც ხელშეკრულების პირობები არაერთხელ დაარღვია და დღემდე არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომელიც აიღო სახელმწიფოს წინაშე.ფრაქციის შუამდგომლობით დაფინანსდა 15 -მდე სოციალურად დაუცველი, უმწეო და უსახლკარო. ზუგდიდის მერიასთან დაყენებული შეამდგომლობით მათ მერიის სოციალური პროგრამით ისარგებლეს.ფრაქციის რეკომენდაციებს შორის იყო სკოლების დაფინანსების გაზრდა. ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა სკოლების დაფინანსების შემცირებას და მოითხოვა სკოლების დაფინანსების განსაზღვრა მინიმუმ 100 ათასი ლარით;ფრაქციამ არაერთხელ დააყენა მაწანწალა ძაღლების პრობლემა საკრებულოს სხდომაზე და მხარი დაუჭირა ინიციატივას მაწანწალა ძაღლების თავშესაფრის აშენებაზე.ფრაქცია ენმ-ს რეკომენდაცია იყო ტურიზმის, როგორც ქალაქის პრიორიტეტის ცალკე გამოყოფა 2016 წლის ბიუჯეტში და საწყისი ეტაპისთვის 50 ათასი ლარის გამოყოფა განვითარებისათვის;  ფრაქციამ საკრებულოს წინაშე დააყენა საკითხი ე.წ. ვექტორის დევნილთა ჩასახლების  გადახურვის შესახებ, სადაც დევნილებს უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“ 100(ასი) შეხვედრა ქონდა მოსახლეობასთან. აქედან 70 (სამოცდაათი) საკითხი დაყენებული იქნა საკრებულოს სხდომაზე და გადაგზავნილი იქნა მერიაში მოსაგვარებლად. 30 (ოცდაათი) საკითხი გადაეგზავნა დევნილთა სამმართველოს და სოციალურ სააგენტოს შესამოწმებლად და პრობლემის მოსაგვარებლად.

ფრაქცია მიიჩნევს რომ ქალაქის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს ქალაქის განვითარების გრძელვადიანი გეგმა და ქალაქის ყოველი წლის ბიუჯეტი არ იყოს ორიენტირებული მხოლოდ ერთჯერად ხარჯვაზე. ამისთვის აუცილებელია ქალაქის განვითარების ნებისმიერ სფეროში არსებობდეს კონკრეტული სფეროს განვითარების ხედვა და პოლიტიკა“ – აღნიშნულია საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ 2015 წლის ანგარიშში.

წინა სტატიაფრაქცია “ზუგდიდის მომავლისთვის” თავმჯდომარემ 2015 წლის მუშაობა შეაჯამა
შემდეგი სტატიაფრაქცია “ქართული ოცნება-რესპუბლიკელებმა” 2015 წლის მუშაობა შეაჯამა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური