მთავარისიახლეებისაზოგადოება"მეტრო ჯორჯიას" ხვალინდელ რეისს შესაძლოა მძღოლების აქცია მოჰყვეს

“მეტრო ჯორჯიას” ხვალინდელ რეისს შესაძლოა მძღოლების აქცია მოჰყვეს

Published on

სატრანსპორტო კომპანია "მეტრო ჯორჯია" ხვალიდან დედაქალაქის მიმართულებით რეისებს განაახლებს. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ფეისბუქგვერდზეა გამოქვეყნებული, რომლის თანახმად, 17 მარტიდან, ყოველ დღე, აღმაშენებლის ქუჩიდან დედაქალაქის მიმართულებით გავა ავტობუსი. საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მეტრო ჯორჯია პირველ რეისს დილის 8 საათიდან შეასრულებს.
 
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეტრო ჯორჯიას აღდგენილ რეისებს კვლავ პროტესტით და აქციებით შეხვდებიან დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ისინი მეტრო ჯორჯიას ავტობუსს თბილისში მგზავრების გადაყვანის საშუალებას არ მისცემენ. ამ მიზნით, ისინი ხვალ დილიდან ზუგდიდში შეიკრიბებიან. 
 
შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო კომპანია "მეტრო ჯორჯიას" შემოსვლას ზუგდიდში დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები პროტესტით შეხვდნენ. ზუგდიდის ცენტრში მათი რეისების გაუქმების მოთხოვნით რამდენჯერმე აქციაც გაიმართა. ისინი აცხადებდნენ, რომ მეტრო ჯორჯია თურქული კომპანიაა, რომლის შემოსვლით ისინი სამუშაო ადგილებს დაკარგავენ, რომელიც მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. საპირისპიროს აცხადებენ მეტრო ჯორჯიაში, სადაც განმარტავენ, რომ მეტრო ჯორჯია ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობას სთავაზობს.

სიახლეები

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...