მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგორი კარასინი: რუსეთი ჯერჯერობით ითმენს, თუმცა ამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს

გრიგორი კარასინი: რუსეთი ჯერჯერობით ითმენს, თუმცა ამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს

Published on

პრაღაში აბაშიძე -კარასინის შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა   თბილისის მისამართით შანტაჟის შემცველი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით , მთავარი საფრთხე საქართველოში მოახლოებული არჩევნები და ანტირუსული რიტორიკაა. რუსეთი ჯერჯერობით ითმენს, თუმცა ამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს.

კარასინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრზეც გააკეთა კომენტარი –  ყველა პოლიტიკოსს სურს გაამყაროს თავისი პოზიცია და აჩვენოს, რომ ყველაზე პატრიოტი, მკაცრი და შეურიგებელია ე.წ. რუსული ექსპანსიისა და მუქარის წინააღმდეგ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. წესიერ საზოჰგადოებაში, როგორც წესი, ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ. ჩვენ ჯეწრჯერობით ტავს ვიკავებტ, მაგრამ ვშიშობ რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი"'

კარასინმა სულელური უწოდა განცხადებებს  ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის შეხვედრის საკითხის დასმასაც აძე. "როგორ შეიძლება იმ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს პოლიტიკოსების უმეტესობა რუსეთს ადანაშაულებენ ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში, სულელურ განცხადებებს, როგორც შეიძლება იყოს საუბარი ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე, არ გავიმეორებ, ეს უბრალოდ სასაცილოა. ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს, ის ვერ შედგება ქართული მხრიდან არსებული მტრული და ხაზგასმული მიუღებლობის ვითარებაში. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ დაკვირვებას და ანალიზს," – აღნიშნა მან.თბილისში კეთდება შეფასებები გზავნილების შესახებ, რომელსაც კარასინის განცხადება შეიცავს და წარმოადგენს მინიშნებას იმაზე, რას  უნდა ველოდოთ, როგორც ჩრდილოელი მეზობლისგან, ასევე ქვეყნის შიგნით 

პრემიერ მისიტრ კვირიკაშვილის განმარტებით, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებელია, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და დასავლური ორიენტაციის ხარჯზე. 

"საქართველოში არსებული განწყობების შესახებ საუბრისას, რუსმა პოლიტიკოსებმა ალბათ პირველ რიგში საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს მოხდეს არა ჩვენი საგარეო ვექტორის და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, აქ ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ესკალაცია შევამციროთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომელშიც უკვე შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებაზე საუბარი," – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

„კარასინის ეს უხეში და შანტაჟის შემცველი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთს აქვს სასიცოცხლო ინტერესი ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მის არჩევნებში. რაც მთავარი ისინი გრძნობენ,  ბატონი კარასინიც და სხვებიც, რომ სწორედ ახლა ამ პერიოდში, ამ ხელისუფლების პირობებში მათ შეუძლიათ ასე ილაპარაკონ,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა.

 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...