მთავარისიახლეებისაზოგადოებათაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს მეექვსე დღეა წყალი არ მიეწოდებათ

თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს მეექვსე დღეა წყალი არ მიეწოდებათ

Published on

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ადგილობრივი ხელისუფლებისა და დევნილთა სამინისტროსგან ყურადღებას და დახმარებას ითხოვენ. იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, ჩასახლების მაცხოვრებლებს მეექვსე დღეა წყალი არ მიეწოდებათ. მათი თქმით, რამდენჯერმე მიმართეს შესაბამის სამსახურებს, თუმცა ამ დრომდე არაფერია მოგვარებული. თაბუკაშვილზე მცხოვრები დევნილების თქმით, არის ოჯახები, რომლებსაც მძიმედ დაავადებული ადამიანები ჰყავთ ოჯახებში, რომლებსაც სჭირდებათ წყალი, თუმცა, მათი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებით არავინ ინტერესდება. ისინი მიმართავენ როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს და ასევე დევნილთა სამმართველოს ადგილობრივ წარმომადგენლობას რათა დროულად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა.

თაბუკაშვილის ქუჩაზე შეკრებილებს დღეს დევნილთა სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა შეხვდა. მისი თქმით, დაზიანებულია ცენტრალური წყლის საქაჩი და ხვალიდან აღნიშნული პრობლემა მოგვარებული იქნება. 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...