მთავარისიახლეებიეკონომიკახვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3575 ლარი გახდება

ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3575 ლარი გახდება

Published on

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3575 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4175 ლარს შეადგენდა. 

,,ტენდენცია არის დადებითი, პოზიტიური და უახლოეს თვეებთან დაკავშირებით მოლოდინები არის ოპტიმისტური. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ, ერთი მხრივ, ფინანსური ნაკადები, ანუ საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე თემები მეტ-ნაკლებად სტაბილურად შენარჩუნდა, გაგრძელდა ტურისტული ნაკადების შემოდინება და ხელისუფლებამ პროექტების სწრაფ ტემპში განხორციელება უზრუნველყო, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ არა მხოლოდ სტაბილური ლარი, არამედ მიმდინარე წელს შეიძლება გაჩნდეს გარკვეული მოლოდინები და დოლართან მიმართებაში ლარის კურსმა დაიწიოს კიდეც. სრულიად შესაძლებელია ჩვენ ვივარაუდოთ, რომ სწორი პოლიტიკის და გარე ფაქტორების დახმარებით 1 დოლარის ღირებულება 2.2 ლარამდეც კი დაკორექტირდეს, ეს თეორიულად სავსებით შესაძლებელია. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ამ პროგნოზის გაკეთება დღეს უკვე შემიძლია", – აცხადებს ექსპერტი ლევან კალანდაძე  

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...