მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი და მისი მთავრობა უკრაინაში სპეციალურად მომზადებულ ჯგუფებს გზავნის, რათა მათ ადგილზე...

ივანიშვილი და მისი მთავრობა უკრაინაში სპეციალურად მომზადებულ ჯგუფებს გზავნის, რათა მათ ადგილზე დესტაბილიზაცია მოახდინონ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობა

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ივანიშვილი და მისი მთავრობა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, უკრაინაში სპეციალურად მომზადებულ ჯგუფებს გზავნის, რათა მათ ადგილზე

დესტაბილიზაცია მოახდინონ.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა.

„რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით ივანიშვილის რეჟიმი ახდენს დაქირავებული ორგანიზებული ჯგუფების რეკრუტიორებას და ანაზღაურების სანაცვლოდ უკრაინაში, კერძოდ ოდესაში აგზავნის ადამიანებს, რომლებსაც ევალებათ აქციების მოწყობა და რუსულ ტელეარხების თოქშოუებში მონაწილეობა ოდესის გუბერნატორის წინაარმდეგ. საქართველოს ხელისუფლება არაერთგზისაა შემჩნეული რუსეტის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, რაც გამოიხატება მათი მხრიდან რუსი ჯაშუშების გათავისუფლებაში და თუნდაც ქართველი ხალხის ზურგსუკან "გაზპრომთან" მოლაპარაკებაში.

მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ფრონტის ხაზზე იცავენ უკრაინის საზღვრებს, ხოლო მეორე ნაწილი აქტიურად მუშაობს რეფორმების გატარებაზე, ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის შელახვას და თანამშრომლობს არა უკრაინული ხალხის ინტერესების დამცველ ხალხთან, არამედ ორივე ქვეყნის ოკუპანტთან.

რუსული პროექტის განხორციელებას სათავეში უდგას ადამიანი, რომელიც ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით მუშაობდა ქართულ ოცნებასთან და ფაქტების ფალსიფიკაციას ახდენდა. შემდეგ კი, სწორედ ამ დამსახურებისთვის, ეს ადამიანი შშს- ს გენინსპექციაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. მასთან ერთად დაინიშნა ვარლამ ხათრიძეც რაც კითხვებს აჩენს – რა დამსახურებისთვის მოხვდა ის ამ თანამდებობაზე.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევაზე ზრუნავდეს, ისინი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ახორციელებენ და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. „ – აცხადებს პარლამენტის წევრი ეკა ხერხეულიძე 

სიახლეები

ნაძალადევში, ლამინატის საამქროში, ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ლამინატის საამქროში ხანძარი გაჩნდა. როგორ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრენიუსს“ განუცხადეს, ცეცხლი...

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...