ერთადერთი გამოსავალი ამ მარაზმის აღსაკვეთად არის ის, რომ ყველა შეთანხმდეს – გავმიჯნოთ პირადი ცხოვრება და პოლიტიკა, პირადი ცხოვრება და სამსახურეობრივი მოვალეობა! როცა საზოგადოება არ მიაქცევს ამ კადრებს ყურადღებას, ის ვიღაც თუ რაღაც გაჩერდება! თორემ უფსკრული მოჩანს და საკმაოდ ახლოდან!!! – აცხადებს მედიაჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ბერულავა, რომელიც დღეს დილით მისივე მიმართვის საფუძველზე დაიბარესპროკურატურაში .დღეს გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო .
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, დღეს დილით სოციალური ქსელის გვერდზე ფარული ჩანაწერი დახვდა, რომელის პირად ცხოვრებას ეხება. „კედელზე, ჩემი ერთ-ერთი პოსტის კომენტარში იდო „იუთუბის“ ლინკი, სადაც სექსუალური აქტის სცენა იყო დაბლარული და მიწერილი ჰქონდა გვარები, თუ ვისი ვიდეოები გავრცელდება სამომავლოდ.
"ძალიან გვიან გამოვრთე კომპიტერი, დაახლოებით დილის 05:00 იქნებოდა. გამორთვის დროს მსგავსი არაფერი ყოფილა, ხოლო დილით, როცა დაახლოებით 08:15-ზე აღმოვაჩინე, რომ ყველაზე გვიან დადებულ ჩემს სტატუსზე, რომელიც ანკარაში ტერაქტს ეხებოდა, უცნაური ლინკი იყო მოწოდებით: "გაავრცელეთ!". ფეისბუქის ქრონოლოგია მიჩვენებდა, რომერთი საათის წინ იყო დადებული. სქრინები გადავიღე და ცხადია, ლინკი წავშალე, თუმცა, მანამდე ვნახე, რა იყო. როგორც კი ფარული კადრები დაიწყო, გადავახვიე და აღმოვაჩინე, რომ ბოლოში იყო მოწოდება, ანონსი და ულტიმატუმიც კი, რომელთა შინაარსის ტირაჟირებას არ მოვახდენ. ", – ამბობს ლაშა ბერულავა.
მან გამოთქვა მზადყოფნა სქრინ-ფოტოები გადასცეს სამართალ დამცველ ორგანოებს და მოუწოდა მათ დაინტერესდნენ ამ ფაქტით. დღესვე განცხადება გააკეთა მედიაჰოლდინგმა "აფხაზეთის ხმა". იგი მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს, სასწრაფოდ იქნას მიღებული ზომები იმის გამო, რომ დაუდგენელმა პირებმა კიდევ ერთი უკანანო ფარული ჩანაწერი გაავრცელეს და სხვა ჩანაწერების გამოქვეყნებაც დააანონსეს. ამასთან, გთხოვთ მიიღოთ ცნობად, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერის ტირაჟირების მცდელობა მოხდა ჰოლდინგის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ლაშა ბერულავას პროფილზე "ფეისბუქში", სადაც გამოქვეყნებული იყო აქტიური ლინკი, რომელიც ბერულავამ დილით, კომპიუტერის ჩართვისა და კედლის გადახედვის შემდეგ წაშალა.
მედიაჰოლდინგი "აფხაზეთისხმა" კიდევ ერთხელ, ხმამაღლა აცხადებს, რომ არც ჰოლდინგში შემავალი მედიარესურსი და არც რესურსები"ფეისბუქზე", ჰოლდინგში მომუშავე პერსონალის კედლების ჩათვლით, არ და ვერ იქნება გამოყენებული მსგავსი უკანანო ფარული ჩანაწერების ტირაჟირებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო სტრუქტურები უფრო აქტიურად იმოქმედებენ, რადგან არსებობს საფრთხე, რომ პროცესებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.