მთავარისიახლეებისპორტი"ზუგდიდი" თბილისის "დინამოსთან" 2:3 დამარცხდა

“ზუგდიდი” თბილისის “დინამოსთან” 2:3 დამარცხდა

Published on

საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის "ზუგდიდი" საქართველოს პირველობის მე -20 ტურის მატში თბილისის "დინამოსთან" ანგარიშით 2:3 დამარცხდა. ზუგდიდურმა გუნდმა დედაქალაქელებს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაუმასპინძლდა.

მთელი შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. პირველი გოლი დინამოელებმა მე -18 წუთზე გაიტანეს – ალექსანდრე იაშვილმა ოთარ კიტეიშვილთან გაითამაშა კუთხური. ამ უკანასკნელმა საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, ყველას ბაჩანა არაბულმა დაასწრო და თავური დარტყმით გოლი გაიტანა. ზუგდიდელებმა წონასწორობის აღდგენა 31 -ე წუთზე შეძლეს, სოსო მალანიამ საჯარიმო დარტყმით აღადგინა წონასწორობა. შეხვედრის პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმის 52 -ე წუთზე სტუმრები ზაზა ჭილაძის გოლით დაწინაურდნენ, რომელსაც 66 -ე წუთზე შეცვლაზე შემოსული იური შეველის საპასუხო გოლი მოჰყვა და თანაფარდობა კვლავ აღდგა.

მატჩის 70 -ე წუთზე ჯაბა ჯიბღაურმა ძლიერი დარტყმით ზუგდიდელთა კარში მესამე და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, დინამოელებმა დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 3:2 იმარჯვეს.

სატურნირო მონაცემებით, ამ დროისთვის თბილისის დინამო 55 ქულით ლიდერობს და 14 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს გორის დილას. ზუგდიდის "ზუგდიდი" ჩატარებული 20 შეხვედრიდან 9 ქულით ცხრილის მე -15 ადგილზე იმყოფება.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....