მთავარისიახლეებისაზოგადოება"ინტერპრესნიუსი" -ს გუნდი განცხადებას ავრცელებს

“ინტერპრესნიუსი” -ს გუნდი განცხადებას ავრცელებს

Published on

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" გუნდმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. OdishiNews აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენ, "ინტერპრესნიუსის" გუნდი ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალურად სანდო, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. 

ვამაყობთ, რომ ვმუშაობთ "ინტერპრესნიუსში", რომელიც საქართველოში ყველაზე გავლენიანი და დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოა.

ჩასაფრებული და ანგაჟირებული მედიასაშუალებები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენ გავავრცელეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო – კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ეს სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. 

ხაზს ვუსვამთ, რომ "ინტერპრესნიუსმა" ვიდეოს შესახებ შეიტყო სოციალურ ქსელ "ფეისბუქით", სადაც მასალის შესახებ საუბარი იმ დროს უკვე აქტიურად მიმდინარეობდა.

ჩვენ არ გაგვივრცელებია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, თუმცა საიტზე ინფორმაციის რამდენიმე წუთით განთავსებისას, სამწუხაროდ მივუთითეთ მისი დასახელება. ეს იყო შეცდომა, რასაც ჩვენ ვაღიარებთ და ძალიან განვიცდით. ასეთი განცხადება არ შეესაბამება "ინტერპრესნიუსის" სტატუსსა და იმიჯს. სწორედ ამ შეცდომის გამო მოუხდა საპასუხისმგებლო თანამდებობიდან წასვლა ჩვენს რედაქტორს.

იმედი გვაქვს სხვებიც, ვინც ჩვენთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანისას აჩქარდა, ასევე აღიარებენ თავიანთ შეცდომას.

"ინტერპრესნიუსს" განვლილ წლებში ფარულ თუ აშკარა ბოიკოტს არაერთი სახელმწიფო უწყება უცხადებდა, თუმცა ყველა ბოიკოტს გავუძელით. 
სხვადასხვა ხელისუფლების დროს, ყველაზე რთულ პირობებშიც კი, ჩვენ არასდროს გვიღალატია იმ მთავარი ღირებულებისთვის, რასაც ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელება ჰქვია. 

ჩვენ არ გავურბივართ საკუთარ პასუხისმგებლობას, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და სხვაზე ხელის შეწმენდით და პოპულისტური ქმედებებით ქულების დაწერას ძალზე ხანმოკლე ეფექტი აქვს.

დღესაც და ხვალაც ჩვენ ერთ გუნდად შეკრული ვრჩებით. "ინტერპრესნიუსის" გუნდი არ დაუტოვებია არც ერთ თანამშრომელს, გარდა ერთი შტატგარეშე კორესპონდენტისა და არც არავინ აპირებს ამის გაკეთებას.

გპირდებით, რომ კიდევ უფრო ძლიერები გამოვალთ შავი პიარის ამ აგორებული ტალღიდან და საქართველოში ისევ ყველაზე გავლენიან საინფორმაციო სააგენტოდ დავრჩებით.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...