მთავარისიახლეებისაზოგადოებასტუდენტებმა ღამე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაათენეს - საპროტესტო აქცია გრძელდება.

სტუდენტებმა ღამე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაათენეს – საპროტესტო აქცია გრძელდება.

Published on

გრძელდება უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტთა ნაწილმა მთელი ღამე უნივერსიტეტის პირველ  კორპუსში გაათენა. გუშინდელი ღამის თათბირის  შემდეგ, მათ  მათ  შეცვალეს უნივერსიტეტის სენატის წევრებთან შეხვედრის მოთხოვნა, ასევე არ თანხმდებიან   სენატის წინადადებას, ორშაბათიდან მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე. 

მთავარი მოთხოვნა – ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა ძალაში რჩება, ასევე მოითხოვენ დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის არსებობის შესახებ. 

 „მოვითხოვთ, დაიწყოს სამართლებრივი დავა უნივერსიტეტში არსებული ოდეერის ინსტიტუტის წინააღმდეგ, მოვითხოვთ თვითმართველობის ფუნქციებისა და პრივილეგიების მინიმალიზებას“- აცხადებენ ისინი

დღეს 3 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაიწყება აქცია სახელწოდებით „ავტონომია უნივერსიტეტს", მას ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან,    სოლიდარობის აქციას მართავენ სტუდენტები ბათუმშიც.

 

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...