მთავარისიახლეებისაზოგადოება,,საქართველოს უნივერსიტეტები საფრთხის წინაშე დგანან''

,,საქართველოს უნივერსიტეტები საფრთხის წინაშე დგანან”

Published on

საქართველოს უნივერსიტეტები საფრთხის წინაშე დგანან – აცხადებს ილიას უნივერსიტეტის პროფესორებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი.  

" არსებობს თემები, რომელთა აკადემიურ სივრცეში განხილვას გარკვეული ჯგუფები თუ ინსტიტუტები ეწინააღმდეგებიან. სახეზეა მცდელობა, რომ ჩაიხშოს იმ ადამიანების ხმა, რომლებსაც აქვთ აკადემიური კვალიფიკაცია და მოვალეობა, ახლებურად იმსჯელონ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებზე, იქნება ეს რელიგია, გენდერი, სექსუალობა თუ სხვა.- ნათქვამია განცხადებაში, რომერლიც ილიაუნის ვებ გვერდზეა განთავსებული.

,,ბოლო თვეებში საქართველოს უნივერსიტეტებზე ექსტრემისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული ზეწოლა და აკადემიური ღონისძიებების ჩაშლის მცდელობები განგაშის საფუძველს იძლევა – ეს შემთხვევები ტენდენციის სახეს იღებს, რომელიც საბოლოოდ ცენზურის ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმის ჩამოყალიბებით შეიძლება დასრულდეს. 

უნივერსიტეტი არის საზოგადოების თვით-გააზრების ადგილი. სადაო და მგრძნობიარე თემების კვალიფიციური განხილვა აკადემიური მომზადების მქონე ადამიანების მიერ არის საუნივერსიტეტო სივრცის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. ამ ფუნქციის დარღვევით ხელი ეშლება არა მხოლოდ აკადემიურ პროცესს, რომელიც გულისხმობს ცოდნის შექმნასა და მის გადაცემას, არამედ, ზოგადად, ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. კვალიფიციური მსჯელობისა და არსებული თუ ახალი ცოდნის თავისუფალი და საჯარო გავრცელების გარეშე ვერ მოხდება ვერც საზოგადოების განვითარება და ვერც მასში ცივილური თანაცხოვრების წესებზე შეთანხმება. 

ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მოვუწოდებთ   ყველა ინსტიტუტსა და ადამიანს, რომელთათვისაც მიუღებელია ცენზურა, აქტიურად შეუწყონ ხელი უნივერსიტეტებს აკადემიური სივრცის თავისუფლებისა და ავტონომიურობის დაცვაში'' შემოგვიერთდით!''

დეკლარაციას ხელს აწერენ  ნინო დანელია, ნოდარ ლადარია, თამარ გურჩიანი, გია ნოდია, გოგი გვახარია, ლაშა ბაქრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ემზარ ჯგერენაია, სერგო რატიანი, თამარ ტალიაშვილი, მალხაზ სონღულაშვილი და სხვები. 

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...