მთავარისიახლეებისაზოგადოებასააგენტო "ინტერპრესნიუსი" ბოდიშს იხდის

სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ბოდიშს იხდის

Published on

სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" გააკეთა განცხადება, რომელშიც ბოდიშს იხდის  მის მიერ დღეს გავრცელებულიინფორმაციის გამო  youtube-ზე  განთავსებული  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის შესახებ. 
,,მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციას თან არ ახლდა არც ვიდეომასალა და არც მასზე გადასასვლელი ბმული, დასახელებული იყო ვიდეოს სახელწოდება, რაც საშუალებას იძლეოდა მომხდარიყო პირის იდენტიფიცირება. სააგენტო აცნობიერებს მის მიერ დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს იხდის.'' 
"ინტერპრესნიუსისთვის" მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ტიპის მასალის გავრცელება და ტირაჟირება და იმედოვნებს, რომ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები დროულ რეაგირებას მოახდენენ – ნათქვამია  სააგენტოს განცხადებაში. 
დღესვე "პალიტრა მედიამ" გაავრცელა განცხადება, რონელშიც გმობს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ნებისმიერი ფორმით გავრცელებას და იმედს გამოთქვამს, რომ უმოკლეს დროში მოხდება იმ პირის (თუ პირთა) დადგენა, რომელმაც ინტერნეტსივრცეში ვიდეო ატვირთა და გაავრცელა. 
 "პალიტრა მედიის" ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა  "ინტერპრესნიუსის" რედაქტორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო დღეს გავრცელებული პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე. 
ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ჟურნალისტები  ,,ინტერპრესნიუსს'' ტოვებენ.

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...