მთავარისიახლეებისაზოგადოებაფრანგი ეპატაჟური მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი თბილისშია.

ფრანგი ეპატაჟური მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი თბილისშია.

Published on

ფრანგი ეპატაჟური მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი უკვე თბილისშია. დღეს მწერალი შეხვდება მკითხველს “ბიბლუს გალერეაში”, საღამოს კი ქართველ კოლეგებს მწერლის სახლში. ხვალ კინოთეატრ ამირანში შედგება ბეგბედერის ფილმის სიყვარული სამი წელი ცოცხლობს ჩვენება, რომელსაც თავად ავტორიც დაესწრება და იქვე გაესაუბრება გულშემატკივარს.

ბეგბედერი თბილისში გამთენიისას ჩამოვიდა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პირველი, რასაც გააკეთებს ქართული სამზარეულოს დაგემოვნება იქნება.

მწერალი ახალგაზრდული კულტურის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული მწერალია. ის ავტორია ისეთი ბესტსელერების, როგორიცაა “99 ფრანკი”, “სიყვარული სამი წელი გრძელდება”, “რომანტიკოსი ეგოისტი” და ა.შ. მისი წიგნების მიხედვით გადაღებულია მაყურებლისთვის ძალიან საყვარელი, იმავე სახელწოდების ფილმები.

სიახლეები

რეპეტიტორებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – განათლების მინისტრის მოადგილე

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება,...

“ვფიქრობ, ციხე არ ელით…” – მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე

ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს, ვფიქრობ, ციხე არ ელით, მაგრამ არაა გამორიცხული, უბედური შემთხხვევა...

“შათდაუნის” გამო აშშ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას აყოვნებს

გამოცემა Axios საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ NATO-ს წევრი მოკავშირეებისთვისა და უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი...

ნაძალადევში, ლამინატის საამქროში, ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ლამინატის საამქროში ხანძარი გაჩნდა. როგორ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრენიუსს“ განუცხადეს, ცეცხლი...