არჩევნები ახლოვდება. ,,თავისუფალი დემოკრატები” საბანკო ვალების ჩამოწერის თემას ააქტიურებენ

0
414

"თავისუფალი დემოკრატები" გამოდიან  საკანონმდებლო ინიციატივით  მოქალაქეებისთვის უიმედო საბანკო ვალების ჩამოწერის  შესახებ. მათ პარლამენტში დაარეგისტრირეს "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტი, რომლის  ამოქმედების შემთხვევაში, ათასობით მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა , გათავისუფლდეს უიმედო სესხისა და სანქციის დაფარვის ვალდებულებისაგან

 პროექტის ავტორი დავით ონოფრიშვილი მედიისათვის განმარტავს, რომ ცვლილებები არ დააზარალებს ბანკებს, რადგან პროექტში გათვალისწინებულია მექანიზმები, რომელიც  მისცემს მათ შესაძლებლობას   ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითოს ნაპატიები სასესხო ვალდებულების ღირებულება .

"ეს შესაძლებელი გახდება შესაბამისი საგადასახადო შეღავათების დაწესების მეშვეობით. ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ფიზიკური პირებისთვის სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება (მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული თანხა ფიზიკური პირისთვის შემოსავალს წარმოადგენს, რაც გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება). არსებული მდგომარეობით, ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ამგვარი სესხების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ან უიმედო ვალად აღიარებას გარკვეული პროცედურები და ხარჯები სჭირდება, ხოლო პატიების შემთხვევაში, ნაპატიები სესხი კანონმდებლობის თანახმად, დაბეგვრას ექვემდებარება. ჩვენი ინიციატივით ბანკები ამ გადასახადისგან გათავისუფლდებიან, რაც უიმედო ვალების აღიარების სტიმულირებას მოახდენს. კანონპროექტით, სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირება ხდება და კომერციულ ბანკებს უფლება ენიჭებათ საკუთარი, შიდა კრიტერიუმების მიხედვით, ფიზიკურ პირებს ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები ჩამოაწერონ", – განმარტა დავით ონოფრიშვილმა. 

"ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ძალიან ბევრ ქვეყნებში ეხმაურებიან. არსებობს სხვადასხვა სახის სახელმწიფოებრივი ჩარევის, რეგულაციების მაგალითები, რათა საკუთარი მოსახლეობა მდგომარეობიდან გამოიყვანონ", – აღნიშნა ონოფრიშვილმა.

წინა სტატია,,საქართველოს უნივერსიტეტები საფრთხის წინაშე დგანან”
შემდეგი სტატიაფრანგი ეპატაჟური მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი თბილისშია.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური