სახალხო დამცველის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

0
399

ლევან პაპავა დღეიდან სახალხო დამცველის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. მედიას დღეს ის სპეციალურ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ქორიძემ წარუდგინა. მისი თქმით, 2016 წლის დასაწყისში სახალხო დამცველის ინიციატივით ქვეყნის 3 რეგიონში  სამმართველოები შეიქმნა, რომელიც უფრო გააფართოებს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას. თეიმურაზ ქორიძის განმარტებით, რეგიონებში მოსახლეობის უფრო მეტი მომართვიანობა იყო და ამიტომაც იქნა მიღებული სამმართველოების შექმნის გადაწყვეტილება, ამასთან აღნიშნული ხელს შეუწყობს უწყების დამოუკიდებლად მუშაობას.

სახალხო დამცველის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ახალი უფროსის ლევან პაპავას განმარტებით, რეგიონის მასშტაბით გააგრძელებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვაზე მუშაობას, ამასთან, მისი თქმით, დიდი ყურადღება იმ სოფლებს და მოსახლეობას დაეთმობა, რომლებსაც ამ დრომდე სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისისთვის არ მიუმართავს.

ლევან პაპავა აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა. მანამდე კი სახალხო დამცველის სამეგრელო-ზემო სვანეთის ოფისს ბაგრატ ქირია ხელმძღვანელობდა. 

წინა სტატიანაციონალური მოძრაობა მოქალაქეთათვის მიწის მარტივად და უფასოდ რეგისტრაციასა და საკუთრებაში გადაცემას მოითხოვს
შემდეგი სტატია13 ტყვე 4 პატიმრის სანაცვლოდ – ქართველებმა და აფხაზებმა ტყვეები გაცვალეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური