მთავარისიახლეებიპოლიტიკა13 ტყვე 4 პატიმრის სანაცვლოდ - ქართველებმა და აფხაზებმა ტყვეები გაცვალეს

13 ტყვე 4 პატიმრის სანაცვლოდ – ქართველებმა და აფხაზებმა ტყვეები გაცვალეს

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ტყვეებსა და პატიმრების გაცვლის პროცესის შედეგად ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობაში 13 ტყვე მიიყვანეს. მათ შორის არის 1 ქალბატონი. თითოეული მათგანი აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს მიერ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იყვნენ  ნასამართლევი. 

ტყვეების გადმოყვანის პროცესში აქტიურად იყო ჩართული პაატა ზაქარეიშვილი. მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჭუბურხინჯში რუსულ გენერალიტეტთან აწარმოებდა მოლაპარაკებას.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ქართველი ტყვეების სანაცვლოდ, რუსები ტერაქტისთვის ნასამართლევი მერაბ ყოლბაიას იგივე "კოჭოიას" გადაცემას ითხოვენ. თუმცა მისი გადაცემა ამ დრომდე ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ზაქრეიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ტყვეები კი დაბურულმინიანი ავტომობილებით ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს.

სიახლეები

„ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური...

რეპეტიტორებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – განათლების მინისტრის მოადგილე

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება,...

“ვფიქრობ, ციხე არ ელით…” – მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე

ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს, ვფიქრობ, ციხე არ ელით, მაგრამ არაა გამორიცხული, უბედური შემთხხვევა...

“შათდაუნის” გამო აშშ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას აყოვნებს

გამოცემა Axios საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ NATO-ს წევრი მოკავშირეებისთვისა და უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი...