მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძეს საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებმა მწვავე შეკითხვები დაუსვეს

კახი კალაძეს საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებმა მწვავე შეკითხვები დაუსვეს

Published on

კამათის ფომზე მიმდინარეობს დღეს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის  საკომიტეტო მოსმენა  საქართველოს პარლამენტში 

კანონმდებელთა  კითხვები ძირითადად გაზპრომთან გამართულ მოლაპარაკებებსა და ენერგოუსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას ეხებოდა. ენერგეტიკის მინისტრმა "მნიშვნელოვანი" უწოდა "სოკართან" მიღწეულ შეთანხმებას. მან აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმების შედეგად, "სოკარი" საქართველოს დამატებით მოცულობებს მიაწვდის "შაჰდენიზის" მილსადენის მეშვეობით.  ,,აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. იგი  ბუნებრივი აირის 90 %-ს გვაწვდის,   თუ  "სოკარი" აქამდე დამატებითი მოცულობების მოწოდებას ტექნიკურად ვერ უზრუნველყოფდა,   დღეს, ერთობლივი მუშაობით, ეს პრობლემა არის გადაჭრილი და ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა მივიღოთ ბუნებრივი აირი "შაჰდენიზის" მილსადენიდან. – განაცხადა მან 

 უმცირესობის წევრებს შეკითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რატომ ცრუობდა მინისტრი, როცა ამტკიცებდა, რომ  "სოკარი" საქართველოს დამატებით გაზმომამარაგებას ვერ უზრუნველყოფდა, თუკი ახლა აცხადებს, რომ   "სოკართან" მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა  და გაზმომარაგების პრობლემა აღარ დგას.  "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ,,სოკართან'' მოლაპარაკება  საზოგადოების აქტიურობისა და ზეწოლის შედეგად მოხდა,  რომ არა ეს, ,,გაზპრომთან'' მოლაპარაკებები იგივე გზით წარიმართებოდა, როგორც ეს ხელისუფლებას ჰქონდა ჩაფიქრებული და საქართველოს გაზმომარაგება რუსეთზე დამოკიდებული აღმოჩნდებოდა.  

 კახი კალაძის განცხადებით, "გაზპრომთან" ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება, სიტყვიერი შეთანხმება "გაზპრომთან" მიღწეულია იმის შესახებ, რომ პირობები დარჩეს იგივე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ მიიღოს 10% ბუნებრივი აირი სომხეთში ტრანზიტის შედეგად. ეს კი სხვა, გაცილებით მცირე  მასშტაბებია იმასთან შედარებით, რაც  ხელისუფლების თავდაპირველი გეგმებით უნდა მომხდარიყო.

კახი კალაძეს თავის მართლება მოუხდა ტარიფებთან დაკავშირებითაც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიემ მას დაუსვა კითხვა  წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების განახევრებაზე, იყო მიზანმიმართული ტყუილი თუ არ ეყო მთავრობას კომპეტენცია დანაპირების სესრულებისათვის.  

"მე ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ რაც იყო დადებული პირობა ტარიფების შემცირების თაობაზე, ეს ჩვენ მოვახერხეთ. თუმცა, დღეს გვაქვს განსხვავებული რეალობა, რის გამოც მოგვიწია ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნება. 
რაც შეეხება განახევრებას, თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ვიდეომასალას, სადაც მე გამოვდიოდე და ვსაუბრობდე ტარიფების განახევრებაზე. ასეთი რამ ისტორიაში არ ყოფილა", – განაცხადა კალაძემ. 

 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....