მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობა გაიხსნა

ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობა გაიხსნა

Published on

დღეს,ზუგდიდში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობა გახსნა. არქივის აქამდე არსებულ სამსართულიან შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ამავდროულად, მის გვერდით აშენდა 4სართულიანი შენობა , სადაც საარქივო დოკუმენტების საცავები განთავსდა. შენობები ერთმანეთს მე -2 და მე -3 სართულებზე არსებული ხიდებით დაუკავშირდება. ახალ არქივში რეგიონის რაიონების – ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის არქივების დოკუმენტები, სულ 371 218 საქმე იქნება დაცული. სამეგრელოს რეგიონულ არქივში დოკუმენტები 1920 -იანი წლებიდან ინახება და ისინი რეგიონის სოფლებისა და ქალაქების სოციალურ და კულტურულ ყოფას, ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპებს, დემოგრაფიულ მონაცემებს და ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობის ასახავს. სამეგრელოს რეგიონული არქივის სამშენებლო სამუშაოებზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობის გახსნის  ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....