მთავარისიახლეებისაზოგადოებაჟიული შარტავას ხსოვნას მინისტრებმა და გუბერნატორმა პატივი მიაგეს

ჟიული შარტავას ხსოვნას მინისტრებმა და გუბერნატორმა პატივი მიაგეს

Published on

საქართველოსეროვნულგმირს – ჟიული შარტავას დღეს დაბადებიდან 72 წელი შეუსრულდებოდა. შარტავას მშობლიურ ქალაქ სენაკში, მისი მემორიალი გვირგვინებით შეამკეს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.

„ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი, მან თავისი გმირობით მაგალითი აჩვენა ყველას თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის. ჟიული შარტავას გმირობებზე თაობები აღიზრდებიან“ – განაცხადა გუბერნატორმა ლევან შონიამ.

ჟიული შარტავას ბიუსტის გვირგვინებით შემკობის შემდეგ მინისტრები და გუბერნატორი, იმ სკოლას და საკლასო ოთახს ეწვივნენ, სადაც საქართველოს ეროვნული გმირი სწავლობდა. დღესვე სენაკის ყველა საჯარო სკოლამ პირველი გაკვეთილი ჟიული შარტავას მოღვაწეობას მიეძღვნა.

დღეს, ჟიული შარტავას ხსოვნას  პატივი ასევე მიაგეს გუბერნატორის მოადგილემ კახაბერ რუსიამ, სენაკის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სარდლობამ, ჯარისკაცებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...