მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პაპუაშვილისთვის რაც მქონდა გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე - მისი ორიანები" - წულუკიანის პასუხი...

“პაპუაშვილისთვის რაც მქონდა გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე – მისი ორიანები” – წულუკიანის პასუხი პაპუაშვილს

Published on

"ბატონი პაპუაშვილისთვის რაც მქონდა გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე – ეს გახლავთ მისი ორიანები. მეტი დოკუმენტაცია არ მაქვს და არ აქვს არც ხელისუფლების რომელიმე წევრს. მას როგორც ჩანს, აწუხებს წარსულის აჩრდილები – თუ მას წინა ხელისუფლების დროს ვინმემ რამე ჩაუწერა, თუ მას კიევიდან, ოდესიდან ვინმე აშანტაჟებს და ალაპარაკებს, ეს სერიოზული თემა იქნებოდა. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, ერთადერთი გვქონდა საკონკურსო ქულები, რომლებიც მისთვის სახარბიელო არ იყო, მაგრამ ყველა ღირსეულად უნდა შეხვდეს საკუთარ მარცხს. რაც შეეხება მოთხოვნებს, მაქვს მის მიმართ ორი მოთხოვნა – უნდა აუხსნას საზოგადოებას, როგორ მიიღო მაშინდელი აღმასრულებელი ხელმძღვანელისგან 1 000 ლარად ძვირადღირებული ქონება, რა გააკეთა მან ამ ქონების სანაცვლოდ, იყო თუ არა ეს მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპებთან შესაბამისი საქციელი და განიცდის თუ არა დისკომფორტს, როცა სამი მცირეწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს საკუთარ ოჯახთან ერთად. მე თუ მკითხავთ, ის არათუ სტრასბურგის, არამედ იმ პოზიციის შესაბამისიც არ არის, რომელზეც ახლა იმყოფება. მე მესმის, რომ დამარცხდა, რომ სტრასბურგში ვერ იქნება მოსამართლე, რომ სექტემბერში თანამდებობის ვადაც ეწურება, თუმცა ეს იყო კონკურსი და ამ კონკურსში ის დამარცხდა, რაც არ აძლევს უფლებას, სხვას ესროლოს ტალახი" – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, ზუგდიდში გააკეთა და ამით გიორგი პაპუაშვილის ბრალდებებს უპასუხა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, თეა წულუკიანი მის წინააღმდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებას გეგმავდა.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...