გაზპრომთან შეთანხმება მიღწეულია

0
439

"გაზპრომთან" შეთანხმება მიღწეულია. საქართველო რუსეთისგან სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ტრანზიტის საფასურად, კვლავ გატარებული ბუნებრივი აირის 10% მიიღებს. შეთანხმებას "გაზპრომთან" მხოლოდ ხელმოწერა აკლია და კონტრაქტი წლის ბოლომდე იმოქმედებს. ვიცე-ორემიერის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ინფორმაციით, მოსკოვიდან უკვე მიღებულია დადებითი პასუხი. 

"შეთანხმების შინაარსი არის ის, რომ ჩვენ ვრჩებით ისევ ძველი კონტრაქტის პირობებში, რაც იყო წლების წინ და ითვალისწინებდა იმას, რომ ჩვენ ბუნებრივი აირის სახით გატარებული გაზის 10% -ს მივიღებთ" – განაცხადა კახა კალაძემ. 

წინა სტატიაევროკავშირის შესახებ საჯარო შეხვედრა ზუგდიდში
შემდეგი სტატიამადრიდის “რეალი” 114 წლისაა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური