მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში ახალი უბნის პროექტს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს

ზუგდიდში ახალი უბნის პროექტს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს

Published on

ქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა რომ ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ტერიტორიაზე შესაძლოა ახალი მრავალფუნქციური კვარტალი აშენდეს. არქოტექტურის სამსახურის უფროსი ეკატერინე თოდუა  განმარტავს, რომ 35 მილიონიანი პროექტის ინვესტიციას შპს “ზუგდიდი-სითი“ განახორციელებს. დღევანდელ სხდომაზევე დამტკიცდა განჩინების რეგულაციის გეგმა, რომმელსაც ოპოზიციის მხრიდან კამათი მოყვა.“თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატი ამბობს, რომ პროექტის განხორციელებამდე აუცილებელია საზოგადოების აზრის გათვალისწინება .ენმ წევრი ანა წითლიძე აცხადებს რომ თემა უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს და შესაბამისად პროექტის საჯარო განხილვა ყნდა მოხდეს.არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ოპოზიციურ დეპუტატებს პირობა მისცა რომ პროექტის წარმოდგენის  შემდგომ საჯარო განხილვები მოეწყობა.ოპოზიციური პარტიის დეპუტატები აცხადებენ რომ პროექტის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ქალაქის იერსახე და აგრეთვე იმ დევნილების ბედი, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობენ.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...