მთავარისიახლეებიპოლიტიკაგახდება თუ არა სანდრა რულოვსი ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი

გახდება თუ არა სანდრა რულოვსი ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი

Published on

ქართულ ბეჭდურ და ონლაინ მედიაში ბოლო დღეებია აქტიურად განიხილება ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის შესაძლო კანდიდატების ვინაობა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის ორ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ქვეყნის ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის კანდიდატურის დაყენებას აპირებს. გამოცემა For.ge -ს ინფორმაციით, აღნიშნულმა ინფორმაციამ მედიაში გაჟონა და პარტიის გეგმებიც შეიცვალა.

როგორც გამოცემა წერს, პარტიაში იდეა ჰქონდათ, რომ ზუგდიდში სანდრა რულოვსის რეიტინგიდან გამომდინარე ის ამავე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარედგინათ და ამ საკითხზე კონსულტაციები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გაიმართა, რომელმაც თანაპარტიელებს ურჩია საკითხზე მოლაპარაკებები თავად რულოვსთან გაემართათ.

გამოცემის ინფორმაციით, ყოფილ პირველი ლედისთან მოლაპარაკება გიგა ბოკერიას უნდა ეწარმოებინა, თუმცა თავად სანდრა რულოვსმა ამ ეტაპზე მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტი დაწერა: „ მე ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ, ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან როლებს ირგებს“.

სანდრა რულოვსის ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატობის  კანდიდატად წარდგენას ან პარტიული სიის პირველ ნომრად მის ჩაწერას მიესალმებიან უმცირესობაში, თუმცა, როგორც დეპუტატი აკაკი ბობოხიძე აღნიშნავს, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები სანდრა რულოვსთან არ გამართულა. დეპუტატის განცხადებით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს.

პარლამენტის წევრი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ ის, რომ 29 თებერვალს პარტიული სია აქტიურად იხილებოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სწორ გზაზე დგას. დეპუტატის განცხადებით, პარტიულ სიაში ახალი სახეები იქნება და მასზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...