მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი: "რესპუბლიკური პარტია" კოალიცია ქართულ ოცნებაში რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში"

დავით უსუფაშვილი: “რესპუბლიკური პარტია” კოალიცია ქართულ ოცნებაში რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში”

Published on

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. ერთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, "რესპუბლიკური პარტია" კოალიცია ქართულ ოცნებაში რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში.

მთავრობის ადმინისტაციაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პარლამეტის წევრი დავით ბერძენიშვილი ესქრებოდნენ.

აღნიშნული შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ რესპუბლიკური პარტიის წევრებისა და თინა ხიდაშელის თხოვნით გადაწყდა. კოალიციაში რესპუბლიკური პარტიისა და მრეწველების დაპირისპირებას გიორგი კვირიკაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა. პრემიერის განცხადებით, დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა მიუღებელია. მან მხარეებს სადავო საკითხების კოალიციის შიგნით განხილვისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი ცვლილებებს განახორციელებს.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....