მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელ ვეტერანთა კავშირი: არ შეიძლება საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ინიშნებოდეს ის, ვინც ებრძოდა საქართველოს...

ზუგდიდელ ვეტერანთა კავშირი: არ შეიძლება საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ინიშნებოდეს ის, ვინც ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას

Published on

ვეტერანები მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდებათ – აცხადებენ „საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანთა კავშირის“ წევრები, რომელთაც დღეს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ვეტერანებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ვეტერანების განცხადებით,  ეს აქცია გამაფრთხილებელია  და მათი მოთხოვნების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციების ჩატარებას გეგმავენ როგორც ზუგდიდში, ისე თბილისში. 

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ – კერძოდ, მოითხოვენ თანამდებობიდან გაათავისუფლონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი ირაკლი შიხიაშვილი და ორგანიზაციის   თავმჯდომარის ვახტანგ ზარანდიას თქმით, უახლოეს დღეებში აპირებენ სათანადო წერილით მიმართონ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. არ შეიძლება საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ინიშნებოდნენ ისინი, ვინც ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ტყვიას უშენდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ძარცვავდა სამეგრელოს მოსახლეობას და ხელს ითბობდა ძმათამკვლელ ომში აღნიშნა ვახტანგ ზარანდიამ .

შეკრებილებმა ასევე მოითხოვენ  შეიქმნას მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისია , რომელიც გამოიძიებს რა ვითარებაში დაიღუპა პირველი პრეზიდენტი და  პოლიტიკურ შეფასებას მისცემს 1991-92 წლების იანვარ-დეკემბრის მოვლენებს. 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...