მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მოქალაქეები სავარაუდოდ უკვე ზაფხულიდან შეძლებენ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში.

საქართველოს მოქალაქეები სავარაუდოდ უკვე ზაფხულიდან შეძლებენ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში.

Published on

 

გავრცელებული ინფორმაციით,  საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო გადაადგილება უახლოეს მომავალში  გახდება შესაძლებელი.  ბრიუსელი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას ცალკე გამოაცხადებს. ევროკომისია მარტში  გეგმავს მიმართოს ევროპარლამენტს და ევროპულ საბჭოს .

ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით  შეფასებები დილიდან კეთდება პარლამენტში. დეპუტატებს იმედი აქვთ, რომ საქართველოს მოქალაქეები უკვე ზაფხულიდან შეძლებენ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში.

„დარჩენილია პოლიტიკური ნაწილი და პოლიტიკურ ნაწილზეც გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა. თავიდანვე, როგორც ითქვა, რადენიმეთვიანი პროცედურაა, რაც ამ პროცედურების გავლას სჭირდება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ თავისუფლად იმოგზაურონ ევროპაში,“ – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

განცხადება გაკეთდა საპარლამენტო უმცირესობაშიც. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დღეს მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მიეღო.

„ეს არის არა ერთი წლის, ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგი. ხელს შეუწყობს ქვეყნის ინტეგრაციას და კონკრეტული ადამიანების მდგომარეობას გააუმჯობესებს," – აღნიშნა სერგო რატიანმა. 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...