მთავარისიახლეებისაზოგადოებარესტორნის მომსახურებაში ქალაქის მერიამ შარშან 19 495 ლარი დახარჯა, წელს კი...

რესტორნის მომსახურებაში ქალაქის მერიამ შარშან 19 495 ლარი დახარჯა, წელს კი გათვალისწინებული 57 150 ლარიდან 32 245 ლარი უკვე გახარჯული აქვს

Published on

ქალაქ ზუგდიდის მერიის მიერ 2015 წელს რესტორნის მომსახურეობაში 19495 ლარი დაიხარჯა, რაც მიმდინარე წელს 3 -ჯერ გაზრდილია და ის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმის მიხედვით 57 150 ლარს შეადგენს. აქედან, 21 000 ლარი – გამარტვივებული შესყიდვით და 36150 ლარი ელექტრონული ტენდერით. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა მ/წ თებერვლის თვეში 19 000 ლარის ღირებულების 5 სარესტორნო მომსახურეობის შესყიდვა განახორციელა პირდაპირი წესით: შ.პ.ს „რესტორანი სამეფო“ – 7000 ლარი , ხოლო შ.პ.ს „დიარონთან“ და შ.პ.ს „ზუგდიდი ქალაქურთან“ 6000-6000 ლარის. აღნიშნული მომსახურეობის საერთო ღირებულებიდან, როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ირკვევა 4000 ლარის ღირებულების მომსახურეობა რესტორნებმა უნდა უზრუნველყონ საკრებულოსთვის. მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხუთივე ხელშეკრულება მომსახურეობის გაწევას გულისხმობს 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ასევე, აღნიშნული სახის მომსახურეობაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა 13 245 ლარის ღირებულების. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში არის მითითებული, გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურეობის გაწევა უნდა უზრუნველყოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ კულტურული ღონისძიებების დროს, 2016 წლის 31 დეკმებრის ჩათვლით. განყოფილებების მიხედვით მათი გადანაწილება უნდა მოხდეს შემდეგი სახით: კულტურის განყოფილება – 6063,00 (ექვსი ათას სამოცდასამი) ლარი, განათლების განყოფილება – 1107,00 (ათას ას შვისდი) ლარი, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების განყოფილება – 2100,00 (ორი ათას ასი) ლარი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება – 3975,00 (სამი ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი) ლარი. აღნიშნულ ტენდერში მხოლოდ, შ.პ.ს „დიარონმა“ მიიღო მომაწილეობა. მერიამ უკვე, დაგეგმილი 57150 ლარიდან 32245 ლარის შესყიდვა განახორციელა.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....