მთავარისიახლეებისაზოგადოება"უფლებას ვიტოვებთ გავაჩერთოთ მეტროპოლიტენი" - მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან

“უფლებას ვიტოვებთ გავაჩერთოთ მეტროპოლიტენი” – მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან

Published on

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი გამაფრთხილებელ აქციას მართავს. ისინი ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან. მათი თქმით დღეს შესაბამის უწყებებში შეიტანენ განცხადებებს წინასაგაფიცვო მოქმედებების დაწყების შესახებ. 

"ჩვენ დღეს შეგვაქვს განცხადებები წინასაგაფიცვო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით და როგორც შრომის კოდექსშია გაწერილი, 21 დღის შემდეგ ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გავაჩეროთ მეტროპოლიტენი ამ პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, წინასწარ ბოდიშს ვუხდით თბილისელებს" განუცხადარუსთავი 2 აქციის ერთ ერთმა მონაწილემ. 

მემანქანეები ასევე მოითხოვენ, ღამის საათებში 22:00-დან 06:00-მდე სამუშაო საათები განსხვავებული ტარიფით აუნაზღაურდეთ. 

რუსთავი2

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...