მთავარისიახლეებისაზოგადოებახმაური ზუგდიდის ბაზარში - მოვაჭრეები რკინის კონსტრუქციის დემონტაჟს აპროტესტებენ

ხმაური ზუგდიდის ბაზარში – მოვაჭრეები რკინის კონსტრუქციის დემონტაჟს აპროტესტებენ

Published on

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში. ბაზრის მოვაჭრეებმა ტერიტორიაზე მოსულ მუშებს ხელსაწყოები ჩამოართვეს და დახლების დემონტაჟის საშუალება არ მისცეს. ისინი აცხადებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე დარჩებიან. "არაფრის დიდებით არ დავუშვებთ დემონტაჟის პროცესს, სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ ამ ადგილს" – განაცხადეს მოვაჭრეებმა. ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია დღეს დილითაც გამართეს. აქციის მონაწილეებმა გზაც გადაკეტეს, რის გამოც რამდენიმე ხნის განმავლობაში მოძრაობა პარალიზებული იყო. მოვაჭრეების და ბაზრის ადმინისტრაციის განცხადებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურისგან მიიღეს წერილობითი შეტყობინება რკინის კონსტრუქციის დემონტაჟთან დაკავშირებით. ადგილზე მომუშავეები აცხადებენ, რომ ამით ისინი სამუშაო ადგილს დაკარგავენ.

 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...