მთავარისიახლეებისაზოგადოებააქცია ბაზრის წინ - მოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ

აქცია ბაზრის წინ – მოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ

Published on

ზუგდიდში, ცენტრალური სუპერმარკეტის წინ ბაზრის მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ისინი მერიისგან მოსულ ოფიციალურ წერილობით შეტყობინებას აპროტესტებენ, რომელშიც, მათი თქმით, ნათქვამია, რომ ვაჭრობისთვის უკანონოდ აგებული რკინის კონსტრუქცია ორი დღის ვადაში უნდა დაიშალოს. მოვაჭრეების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ისინი პრაქტიკულად უმუშევრები რჩებიან და არ მისცემენ მერიის წარმომადგენლებს კონსტრუქციის დაშლის უფლებას.

მათთან ერთად გადაწყვეტილებას ბაზრის ადმინისტრაციაც აპროტესტებს, სადაც აცხადებენ, რომ მერიამ მიწა უკანონოდ მიითვისა და შესაბამისად უკანონოა გამოცხადებული ტენდერი, სადაც კომპანია "ლონდასტემ" გაიმარჯვა.

აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერმა გააკეთა. გია გულორდავას განცხადებით, მოვაჭრეების აქცია ბაზრის ადმინისტრაციის მიერ არ მართული, ხოლო ტერიტორიის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის სრული დაცვით მოხდა.

ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეების მიერ გადაკეტილი გზის გახსნა სამართალდამცავების მიერ გახდა შესაძლებელი.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...