მთავარისიახლეებისაზოგადოებაადიგენში მომხდარ რელიგიური დაპირისპირების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

ადიგენში მომხდარ რელიგიური დაპირისპირების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

Published on

გუშინ, სოფელ ადიგენში ადგილობრივი მუსლიმი და ქრისტიანი თემი ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა ერთმანეთს, შემდეგ კი ფიზიკურად. დაშავებულია სამი ადამიანი. სოფელს ამ დრომდე იცავენ სამართალდამცველები.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში დაპირისპირების მიზეზი მუსლიმი თემის მიერ სასაფლაოს ადგილის მოთხოვნა გახდა. ვითარების ესკალაცია რელიგიის სააგენტოს 25 თებერვლის რეკომენდაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, ადიგენის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმთა სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოყოს.

ადიგენში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე დევნის მუხლის 1-ლი ნაწილით .

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის, ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

 

სიახლეები

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...