მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს პატრიარქი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს

საქართველოს პატრიარქი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს

Published on

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენა და   ევროკავშირში ინტეგრაცია იყო მთავარი თემა  ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრის ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოს შეხვედრაზე საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან  ილია მეორესთან.  

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ეს მალე მოხდება. ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის დიდი ტკივილია,“- განაცხადა პატრიარქმა.

მისი თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტზე ვლადიმერ პუტინთანაც ჰქონდა საუბარი და ამბობს, რომ ეს პრობლემა გადაუჭრელი არ უნდა დარჩეს.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია მარგაომ  კი აღნიშნა, რომ ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპის სრულუფლებიან წევრად გახდომას და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.  აუცილებლად უნდა აღდგეს. 

როგორც ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ აღნიშნა, რომ ესპანეთს მჭიდრო ურთიერთობა აქვს საქართველოსთან , თუმცა იმედოვნებს, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება. 

"მოუთმენლად ველოდებით საქართველოს ევროპის სრულუფლებიან წევრად გახდომას. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ საქართველოს ტერიტორიული მთალიანობა და და მისი ევროპული მომავალი. ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს ზაფხულამდე ჰქონდეს", – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...