მთავარისიახლეებისაზოგადოებაპაატა ბურჭულაძემ ზუგდიდში „საქართველოს განვითარების ფონდის“ ოფისი გახსნა

პაატა ბურჭულაძემ ზუგდიდში „საქართველოს განვითარების ფონდის“ ოფისი გახსნა

Published on

მსოფლიო ბანი და „საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა. პაატა ბურჭულაძემ ფონდის ზუგდიდის ორგანიზაცია მოინახულა, ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას და მოგვიანებით ქალაქის ცენტრშიც გავიდა, სადაც რამდენიმე მოქალაქეს გაესაუბრა და არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. ბურჭულაძის განცხადებით, უფრო ფართომასშტაბიან შეხვედრებს ზუგდიდში ის მოგვიანებით გეგმავს. მსოფლიო ბანის შეფასებით, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა და ხალხში უიმედობაა.

პაატა ბურჭულაძემ შეკრებილ საზოგადოებას დღეს „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც წარუდგინა. დავით დგებუაძემ დღეს ახალგაზრდებს მოუწოდა, გაერთიანდნენ „საქართველოს განვითარების ფონდში“, რათა მოხდეს მათი პრობლემების, საჭიროებების იდენტიფიცირება და გამოსავლის ძიება.

მსოფლიო ბანი და „საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი ზუგდიდამდე ფოთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. 

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...