საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამდენიმე ახალი ფოტო დადო, რომელსაც მომხმარებლების მხრიდან უამრავი მოწონება, კომენტარი და გაზიარება მოჰყვა. ისინი წერენ – „ქართველების საამაყო რძალი“, „ლამაზი და გემოვნებიანი ქალბატონი“, „უკეთილშობილესი ქალბატონი“, „ჩვენი მარად პირველი ლედი“, როცა ყოფილიც კი პირველი ხარ“ და ა.შ.
სანდრა რულოვსს ფეისბუქზე განთავსებული ფოტოები ფოტოგრაფმა საშა პრივშინმა გადაუღო და როგორც თავად ყოფილი პირველი ლედი წერს, ფოტოსესია ნიუ-იორკში მიმდინარეობდა. ფოტოებში საქართველოს ექს-პრეზიდენტის მეუღლე შესამჩნევად გამხდარია, აცვია როგორც კლასიკურ, ასევე სპორტულ სტილში.