ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა სამეგრელოში

0
400

დღეს ზუგდიდში გაიმართა პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამისა „ქართული ჩაი'' რომელიც   მიმდინარე წლის15 იანვარს დამტკიცდა.  

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებასა  და  მაღალი ხარისხის ჩაის, მათ შორის ბიო ჩაის წარმოების,  მისი  საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე მოსახლეობის დასაქმებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

პროგრამის ფარგლებში მოხდება იმ სტანდარტების დანერგვა, რომელიც აუცილებელია ქართული ჩაის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გასატანად.

როგორც პრეზენტაციაზე პროგრამის მენეჯერმა ლევან ურორატძემ განმარტა,  პროგრამის ფარგლებში  იგეგმება როგორც კერძო საკუთრებაში, ისე  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნა. 

პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში კოოპერაციის განვითარებას, თუმცა მთავრობამზადარისთანადაფინანსებაგაუწიოს   იურიდიულპირებსაც

 კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების რეაბილიტაციისთვის თანადაფინანსება იქნება : იურიდიული პირებისთვის გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა), სამუშაოების ღირებულების 60%,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის- აღდგენის სამუშაოების ღირებულების80%. 

 სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული და იჯარით გაცემული პლანტაციების რეაბილიტაციისათვის: იურიდიული პირებისთვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა-  სამუშაოების ღირებულების70%, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის – 90%.  

სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ საწარმოო მანქანა-დანადგარებს, შესაბამის მოწყობილობებს და ინვენტარს ჩაის თავდაპირველი დამუშავებისთვის, რაც შპს-ებისთვის არ არის განსაზღვრული.

სარეაბილიტაციოფართობიარუნდაიყოს5 ჰექტარზენაკლებიდა50 ჰექტარზემეტი. ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰა-ზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 2500 ლარს (დღგ -ს ჩათვლით).

პროგრამის მენეჯერის თქმით, იმ კომპანიების შერჩევა, რომლებიც ჩაისპლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაობს განახორციელებენ, მოხდება გამოცდილებისა და მის ხელთ არსებული შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის მიხედვით

ჩაის პლანტაციების აღდგენის პროგრამა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ რიგში მოხდება ,  რეგიონში შემორჩენილი იმ ნაპლანტაციარების შესწავლა, რომელიც ექვემდებარება რეაბილიტაციას, სხვადსხვა ეტაპზე პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დონორ ორგანიზაციებთან ერთად ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს ჩაის სწორად დამუშავების შესწავლის, სერტიფიცირების, სარეალიზაციო არხების შექმნის მიმართულებით, 

პრეზენტაციის მონაწილეების ერთსულოვანი აზრით,  ჩაის პლანტაციების აღდგენის ხელშეწყობის პროგრამა   რეგიონისთვის მნიშვნელოვანია არაერთი მიმართულებით, კერძოდ,  ჩაის კულტურის განვითარების, დასაქმების, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით 

 

წინა სტატიაბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ქუჩური გარჩევები დააბრუნა
შემდეგი სტატია„…როცა ყოფილიც კი პირველი ხარ“-სანდრა რულოვსის ფოტოებმა ინტერნეტმომხმარებლები აღაფრთოვანა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური