მთავარისიახლეებიკულტურადღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ოფიციალურად იხსნება რობერტ აბსანძის ნამუშევრების გამოფენა

დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ოფიციალურად იხსნება რობერტ აბსანძის ნამუშევრების გამოფენა

Published on

დღეს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვარ-კერამიკოსის რობერტ აბსანძის პერსონალური გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება. ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებს პიანისტი თათა ლიჩელი და რეზო კიკნაძის ჯაზ-კვარტეტი. სტუმრებს ფურშეტითა და სასმელით გაუმასპინძლდება ზუგდიდის არტ გალერეა ( Art House / Zugdidi).

 რობერტ აბსანძის ნამუშევრები ( ფერწერა, ქანდაკება, კერამიკა) დარბაზში 23 თებერვლიდან არის გამოფენილი და ამ ხნის მანძილზე იგი ბევრმა დამთვალიერებელმა ნახა, თუმცა  დღეს ამ გამოფენის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია – გაკეთდება ახალი ექსპოზიციის  პირველი შეფასებები მისი კოლეგების, ხელოვნების ექსპერტების მხრიდან, და როგორც პერსონალური გამოფენას  ახასიათებს,  თავად ავტორსაც მიეცემა შესაძლებლობა ,,გარედან'' შეხედოს თავის ნაღვაწს,  უცხო თვალით შეაფასოს, როგორ აღიქმება  მისი ჩანაფიქრი  მათ მიერ, ვისთვისაც იქმნება ეს ყველაფერი.

საზოგადოდ ინტერესი, რომელსაც რობერტ აბსანძის ხელოვნება აღძრავს, უპირველეს ყოვლისა,  განპირობებულია მისი ინდივიდუალიზმით, რომელიც თავის მხრივ, კოლხური ორნამენტის თავისებურებასთან არის დაკავშირებული, კოლხური ორნამენტი კი, როგორც თავად რობერტ აბსანძე ამბობს, ,,მკვეთრად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოს ორნამენტებისგან. ვინც კოლხური კულტურითაა დაინტერესებული, პატარა შტრიხებშიც კი დაინახავს კოლხურს. ეს ფიგურული კი არა, ხაზობრივი ორნამენტებია, ზოომორფული. საქმე ის არის, რომ მიმუშავია კოლხეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, აღმოჩენილი ძველი ნივთები გონებასა და გულში აუცილებლად ტოვებს კვალს, მით უფრო- ხელოვანის გულსა და გონებაში, ამითაც აიხსნება ის, რომ კოლხური ექსპედიციის ნიმუშების ელემენტებს ფართოდ ვიყენებ კერამიკაშიც და ქანდაკებაშიც. ამ ტრადიციული ორნამენტების მოდერნისტულად გაშლაც არის შესაძლებელი,  მოდერნისტულ სტილშია გაკეთებული,  მაგალითად, ქანდაკებაზე "ქართული ცეკვა" დატანებული ორნამენტები ეროვნულსაც მოიცავს და მოდერნსაც. ეს, ერთი შეხედვით, შეიძლება, არც იყოს თვალში მოსახვედრი, მაგრამ აუცილებლად იგრძნობ.''

დასავლეთ საქართველოში ამ სფეროში კოლხურ თემაზე ფაქტობრივად, მხოლოდ რობერტ აბსანძე მუშაობს, სპეციალისტებისაზრით, სწორედ ამით გამოირჩევა იგი ძველი და ახალი თაობის კოლეგებისგან, რომელნიც  ძირითადად მაინც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის  დეკორზე არიან ორიენტირებული. სხვათა შორის, რობერტ აბსანძის პერსონალური გამოფენა ეძღვნება ალდე კაკაბაძეს, ერთერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურას ქართულ კერამიკასა და დეკორში.

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...